ოკუპანტებმა ხარკოვში, ჰუმანიტარული დახმარების რიგში მდგომ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს

ოკუპანტებმა ხარკოვში, ჰუმანიტარული დახმარების რიგში მდგომ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს

24-03-2022, 17:49 - 2022
842
       

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში, ჰუმანიტარული დახმარების რიგში მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს.
 
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედიასაშუალებები ტელეგრამის არხებში ავრცელებენ.
 
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. მათი ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. 
 
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ხარკოვის ოლქის ქალაქ სტალკოვზე, სადაც ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე სახლი ცეცხლის ალშია გახვეული.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები