IPM-ს კვლევის თანახმად, თუ რუსული ჯარები უკრაინის მსგავსად საქართველოშიც შემოვლენ, მოსახლეობის 42.7% მზად არის, ქვეყანაში დარჩეს და იარაღით ხელში იბრძოლოს.
გამოკითხულთა 24.2% ამბობს, რომ ქვეყანაში დარჩება და შეეცდება, უსაფრთხოდ იყოს. 16.7% მზადაა, ჩაერთოს მოხალისეობრივ აქტივობებში.
მოსახლეობის 11.2% აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც ქვეყნისთვის იქნება საჭირო. 3% - მიტინგებს შეუერთდება.
მხოლოდ გამოკითხულთა 1.7% ამბობს, რომ ქვეყნიდან წავა.
IPM-მა კვლევა 15-20 მარტის პერიოდში, თბილისსა და რეგიონებში სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით (CATI) ჩაატარა. გამოკითხეს 18 წელს ზემოთ ასაკის 1 026 ადამიანი. ცდომილების ზღვარი არის 3.1% - 95%-იანი სანდოობით.