საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, „კრედიტ სუისთან“ შვეიცარიის ბანკის ყოფილი თანამშრომლის მიერ მოპარული თანხების დასაბრუნებლად სასამართლო დავა მოიგო.
სტატიას Financial Times აქვეყნებს.
„კრედიტ სუისის“ განცხადებით, ბანკი შეიძლება აიძულონ, გადაიხადოს $500 მილიონზე მეტი, როგორც კი ბერმუდის სასამართლო გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას ბანკის ადგილობრივი სადაზღვევო შვილობილი კომპანიის წინააღმდეგ.
მოსალოდნელია, რომ ბერმუდის სასამართლო გადაწყვეტილებას მომავალ კვირას გამოაქვეყნებს.
„Credit Suisse-მა ადრე აიღო რეზერვები ამ საკითხთან დაკავშირებით და აპირებს განახორციელოს ყველა არსებული სამართლებრივი ქმედება“, - ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მილიარდერ ივანიშვილის დავა Credit Suisse-თან 2011 წლიდან იწყება, როდესაც ის ჯგუფის კერძო საბანკო კლიენტი იყო.
როგორც ცნობილი გახდა, ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში Credit Suisse-ის კერძო ბანკირი პატრის ლესკადრონი თაღლითობდა შვეიცარიული ბანკის ანგარიშებთან დაკავშირებით.
ივანიშვილმა რამდენიმე საჩივარი შეიტანა შვეიცარიაში და უჩივლა Credit Suisse-ის ბერმუდის შვილობილ კომპანიას სასამართლო პროცესზე გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში ქვეყნის უზენაეს სასამართლოში.