უკრაინულმა ძალებმა რუს ოკუპანტებს კიევის აღმოსავლეთ ფრონტზე უკან დაახევინეს - მედია

უკრაინულმა ძალებმა რუს ოკუპანტებს კიევის აღმოსავლეთ ფრონტზე უკან დაახევინეს - მედია

24-03-2022, 09:32 - 2022
661
       

უკრაინულმა ძალებმა რუს ოკუპანტებს კიევის აღმოსავლეთ ფრონტზე უკან დაახევინეს.
 
ამის შესახებ ინფორმაციას New York Times შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. 
 
მათივე ინფორმაციით, ოკუპანტები კიევის ცენტრიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 34 მილის დაშორებით არიან, 24 საათის წინ კი ეს დაშორება 12 მილი იყო.
 
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსული ძალები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონბასის რეგიონში აქტიურდებიან და ამბობენ, რომ ოკუპანტებმა ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში დიდი რესურსი გამოიყენეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები