უკრაინელებმა ირპენიდან  და ბუჩადან ოკუპანტები გაყარეს

უკრაინელებმა ირპენიდან და ბუჩადან ოკუპანტები გაყარეს

23-03-2022, 23:13 - 2022
4 409
       

უკრაინელმა დამცველებმა ალყაში მოაქციეს ქალაქები, ირპენი და ბუჩა, რომლებიც კიევის მახლობლად მდებარეობს. 

ამის შესახებ ინფორმაციას ბუჩას ქალაქის საბჭოს წარმომადგენლობა ავრცელებს.

მისი გადმოცემით, მაკაროვის, ირპენის, დიმიროვის თემები კვლავ რჩებიან მტრის მუდმივი თავდასხმის ქვეშ. ხოლო ჟიტომირის გზადკეცილზე მუდმივი ბრძოლები მიმდინარეობს.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები გაყარეს ხარკოვის შემოგარენიდანაც.
 


       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები