კიევის მერის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, მტერმა ისევ მიიტანა ავიაიერიში დედაქალაქზე.
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც.
„მეგობრებო! ძვირფასო კიეველებო! მტერი აგრძელებს დედაქალაქის დაბომბვას. პოდილსკის რაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე ცეცხლი სულ ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - წერს კლიჩკო.