უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ კიევის ოლქში, ირპენში მუშაობა განაახლა.
ინფორმაციას პოლიციის უფროსი, იგორ კლიმენკო Facebook-ზე ავრცელებს.
„კიევის ოლქის პოლიციის წარმომადგენლები ამ მრავალტანჯული ქალაქის ტერიტორიაზე მზად არიან, შეასრულონ საკუთარი საპოლიციო ფუნქციები.
სპეციალური ძალები მჭიდროდ თანამშრომლობენ უკრაინის სამხედრო ნაწილებთან და ეხმარებიან ქალაქში ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის აღდგენას“, - წერს იგორ კლიმენკო.