უკრაინის გამნაღმველთა ასოციაცია აცხადებს, რომ უკრაინაში 82,5 ათასი კვადრატული კილომეტრი უნდა გაიწმინდოს.
ეს არის უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 1/6, ანუ ქვეყნის მთლიანი ფართობის 14%, ყირიმისა და დონბასის ჩათვლით.
„საშიშია არა მხოლოდ დონბასი, არამედ სამხრეთის მიწები - ხერსონის, ზაპოროჟიეს რეგიონები, ასევე კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონები“, - აცხადებენ ასოციაციაში.
უკრაინის პოლიტიკის ინსტიტუტის შეფასებით, განაღმვითი სამუშაოების ღირებულებამ შესაძლოა 8,25 - 8,5 მილიარდი ევრო შეადგინოს.