დიმიტრი პესკოვი - თუ რუსეთის არსებობას საფრთხე შეექმნება, ატომური იარაღის გამოყენება შეგვიძლია

დიმიტრი პესკოვი - თუ რუსეთის არსებობას საფრთხე შეექმნება, ატომური იარაღის გამოყენება შეგვიძლია

23-03-2022, 11:13 - 2022
1 408
       

„თუ რუსეთის არსებობას საფრთხე შეექმნება, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის თანახმად, ატომური იარაღის გამოყენება შეგვიძლია“, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ კონცეფციაში სხვა დამატებითი მიზეზები გაწერილი არაა.
 
ჩვენ გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია. ის საჯაროა და შეგიძლიათ წაიკითხოთ და გაეცნოთ ყველა მიზეზს, რომლის შესაბამისადაც ატომური იარაღის გამოყენება შეგვიძლია. 
 
ანუ, თუ ჩვენი ქვეყნის არსებობას საფრთხე შეექმნება, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის თანახმად, ატომური იარაღის გამოყენება შეგვიძლია. ამ კონცეფციაში სხვა დამატებითი მიზეზები გაწერილი არაა
“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა


       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები