რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ვაქცინაციის შემდეგ - ncdc-ის ანგარიში

რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ვაქცინაციის შემდეგ - ncdc-ის ანგარიში
3-02-2022, 18:43 - 2022
1 451

იმუნიზაციის შემდგომ განსაზღვრულ პერიოდში რეგისტრირებულია გარდაცვალების 7 შემთხვევა, - ამის შესახებ ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, აქედან 5 შემთხვევა კლასიფიცირდა როგორც იმუნიზაციისთვის არათავსებადი. ერთ შემთხვევაში განხილვა დამატებითი ინფორმაციის მიწოდებამდე გადაიდო, ხოლო 1 შემთხვევა ჯერ არ განხილულა.

„იმუნიზაციის შემდგომ განსაზღვრულ პერიოდში რეგისტრირებულია 7 ლეტალური შემთხვევა, მ.შ. 5 კლასიფიცირდა როგორც იმუნიზაციასთან არათავსებადი. 1 შემთხვევა ჯერ არ განხილულა კომიტეტის მიერ. 1 შემთხვევის განხილვა შეჩერებულია კომიტეტში დამატებითი ინფორმაციის წარდგენამდე“, - ვკითხულობთ ncdc-ის ანგარიშში.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა