მარიუპოლში აზოვის პოლკმა ოკუპანტების განადგურება დაიწო.
ამის შესახებ ინფორმაციას YNIAN Telegram არხზე ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინული თავდაცვის ძალების აზოვის პოლკის მიერ რუსულ ტანკებს, ჯავშანტექნიკას და ჯარისკაცებს საჰაერო დარტყმებით ანადგურებენ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებს მარიუპოლი ალყაში რამდენიმე დღეა ჰყავს, ქალაქს რუსები არ აწვდიან ჰუმანიტარულ დახმარებას. ასევე აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ პუტინმა მარიუპოლს დანებება შესთავაზა და დრო დილის 5 საათამდე მისცა, თუმცა პასუხი ოკუპანტებმა მალევე მიიღეს - „ვიბრძოლებთ ბოლო ჯარისკაცამდე“.