CNN შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ახლა უკრაინელები იბრძვიან, რომ დაიბრუნონ ის ტერიტორიები, რომლებიც რუსებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაიკავეს.
ამის მაგალითად წყარომ ქალაქი ხერსონი და მიკოლაევის ნაწილი დაასახელა.
გამოცემა ასევე წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მაღალჩინოსანს არ შეუძლია თქვას, არის თუ არა ეს უკრაინელების „დიდი ოპერაციის გეგმის ნაწილი“.