რუსეთის თავდაცვის მინისტრმა მე-6 არმიის მეთაური გაათავისუფლა, რომლის სამხედრო შენაერთები უკრაინაში თითქმის სრულად განადგურდა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა მე-6 არმიის მეთაური გაათავისუფლა, რომლის სამხედრო შენაერთები უკრაინაში თითქმის სრულად განადგურდა

22-03-2022, 20:51 - 2022
3 124
       

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მე-6 არმიის მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ვლადისლავ ერშოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. 
 
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი ჟურნალისტი რომან ციმბალიუკი ავრცელებს. მიზეზი კი სავარაუდოდ ის უზარმაზარი დანაკარგები გახდა, რაც რუსეთის არმიამ უკრაინაში შეჭრის შემდეგ განიცადა. 
 
წინასწარი მონაცემებით, მხოლოდ მე-6 არმიამ 2 000 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, მათგან 180-მდე წვევამდელია. ჟურნალისტის ინფორმაციით, ერშოვი ამჟამად შინაპატიმრობაშია და მის წინააღმდეგ საქმეც აღძრეს.
 
შეგახსენებთ, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში 25-დღიანი ომის შედეგად, უკრაინაში 9 861 რუსი სამხედრო დაიღუპა, 16 ათასზე მეტი კი დაიჭრა. სტატია მალევე წაიშალა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები