უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.
მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 22 მარტამდე პერიოდს.
სამინისტროს ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:
- ჯარისკაცი - დაახლოებით 15 300;
- ტანკი - 509;
- ჯავშანტექნიკა - 1 556;
- საარტილერიო სისტემა - 252 ;
- სარაკეტო სისტემა - 80;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა - 45;
- თვითმფრინავები - 99;
- ვერტმფრენი - 123 ;
- სამხედრო საავტომობილო ტექნიკა - 1 000;
- გემი/ნავი/კატარღა - 3;
- საწვავის რეზერვუარი - 70;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 35;
- სპეციალური აღჭურვილობა - 15.