დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენების (იშგამი) შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.
ცენტრის ცნობით, ქვეყანაში 1-ელი იანვრის მდგომარეობით ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 514 871 აცრა ჩატარდა, აქედან იშგამი 1 929 შემთხვევაში აღირიცხა.
mcdc-ის ანგარიშის თანახმად, იშგამების პროცენტი 2 514 871 დოზაზე 0.01%-ს შეადგენს, ხოლო სერიოზული იშგამების პროცენტი 2 514 871 დოზაზე 0.001%-ს უტოლდება.
„იშგამის 1 929 შემთხვევიდან სერიოზულად მიჩნეულია 206 შემთხვევა, საიდანაც 177 პაციენტს გაეწია გადაუდებელი დახმარება. 206 სერიოზული შემთხვევიდან იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნულმა კომიტეტმა განიხილა 152 შემთხვევა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადგენად, რომელთაგანაც 96 იმუნიზაციისადმი მიზეზობრივ კავშირთან თავსებადია (51 შემთხვევა დაკავშირებული იყო იმუნიზაციისადმი შიშთან, 45 შემთხვევაში დაფიქსირდა ვაქცინურ პროდუქტთან დაკავშირებული რეაქცია), 34 შემთხვევა კლასიფიცირდა როგორც არათავსებადი იმუნიზაციისთვის, ხოლო 20 შემთხვევა როგორც გაურკვეველი. ადეკვატური ინფორმაციის არარსებობის გამო 1 შემთხვევის კლასიფიცირება ვერ მოხერხდა", - ვკითხულობთ ანგარიშში.