ხარკოვის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა ოჯახი მანქანაში ჩაცხრილეს.
დაიღუპა ცოლ-ქმარი და 9 წლის გოგო. დაშავდა 17 წლის ბიჭი. ინფორმაციას უკრაინული მედია, Unian-ი „ტელეგრამ“ არხზე ავრცელებს.
„ოჯახი ყვიროდა, რომ ისინი მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, აფრიალებდნენ თეთრ დროშას, მაგრამ ამაოდ“, - წერია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.