დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ჩატარებული აცრები, ვაქცინების მიხედვით, შემდეგნაირად გადანაწილდა:
- „ფაიზერი“ - ადმინისტრირებულია ჯამში 1 413 299 დოზა;
- „სინოფარმი“ - ადმინისტრირებულია სულ 759 549 დოზა;
- „სინოვაკი“ - ადმინისტრირებულია ჯამში 218 552 დოზა;
- „ასტრაზენეკა“ - ადმინისტრირებულია სულ 121 458 დოზა.
„ყველაზე მეტი აცრა ჩატარებულია 60-79 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 47.5% და შემდეგ 40-59 ასაკის მოსახლეობაში - 39.2%. გასათვალისწინებელია, რომ ვაქცინაციის პროცესი ყველაზე ადრე დაიწყო 65+ ასაკობრივ ჯგუფში და ყველაზე გვიან 12-16 ასაკობრივ კატეგორიაში“, - ნათქვამია ncdc-ის ანგარიშში.