რუსეთის ჯარებს სამი დღის საკვები და საბრძოლო მასალა დარჩათ - უკრაინის გენშტაბი

რუსეთის ჯარებს სამი დღის საკვები და საბრძოლო მასალა დარჩათ - უკრაინის გენშტაბი

22-03-2022, 11:12 - 2022
796
       

რუსეთის ჯარებს სამი დღის საკვები და საბრძოლო მასალა დარჩათ.
 
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
 
უწყებაში ამბობენ, რომ ანალოგიური ვითარებაა საწვავთან დაკავშირებით, რომლის შევსება ტანკერებით ტრანსპორტირებით ხორციელდება.
 
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 22 მარტის დილისთვის ერთი დღის განმავლობაში განადგურდა ერთი თვითმფრინავი, ექვსი უპილოტო თვითმფრინავი და რუსული ჯარის ორი ვერტმფრენი.
 
უწყება, ასევე, აცხადებს, რომ სუმის ოლქის ოხტირკის რაიონში რუსი ჯარისკაცების დაუმორჩილებლობის ფაქტები დაფიქსირდა - 300-მდე დამპყრობელმა უარი თქვა ბრძანების შესრულებაზე და 70 ერთეული აღჭურვილობით დატოვა ტერიტორია.



       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები