ქალაქ მაკაროვზე კონტროლი აღვადგინეთ - უკრაინა

ქალაქ მაკაროვზე კონტროლი აღვადგინეთ - უკრაინა

22-03-2022, 10:57 - 2022
606
       

ქალაქ მაკაროვზე, რომელიც კიევიდან დასავლეთით, 60 კილომეტრშია უკრაინელებმა კონტროლი აღადგინეს. 
 
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა განდევნეს რუსული ჯარები ქალაქიდან რამდენიმედღიანი ბრძოლის შემდეგ. მათივე ცნობით, ქალაქის თავზე უკრაინის დროშაა აღმართულია.
 
მაკაროვს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა რუსული საჰაერო იერიშების შედეგად, დაბომბვებმა დაანგრია სკოლები, საცხოვრებელი სახლები, სამედიცინო დაწესებულებები.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები