covid-19-ით გარდაცვლილთა 50.2%-ს თანმხლები დაავადებები ჰქონდა

covid-19-ით გარდაცვლილთა 50.2%-ს თანმხლები დაავადებები ჰქონდა

3-02-2022, 18:00 - 2022
516
       

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, პანდემიის დაწყებიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების 39.2% 70 წელზე ნაკლები ასაკის იყო.

მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილი 13 860 პაციენტიდან 52% კაცი, ხოლო 48% ქალი იყო.

„საქართველოში პანდემიის დაწყების დღიდან 2022 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, კოვიდ სიკვდილიანობის კუმულაციური რაოდენობა შეადგენს 13 860-ს.

covid-19-ით გარდაცვლილთა ასაკობრივ სტრუქტურაში 70 წელზე ნაკლები პაციენტები 39.2%-ს შეადგენდნენ, 29.3% - 70-79 წლის და 31.7% - 79 წელზე მეტი ასაკის პაციენტებზე მოდიოდა. სქესის მიხედვით, 52%-ს შეადგენდნენ კაცები და 48%-ს ქალები“, - ნათქვამია ანგარიშში.

ncdc-ის ანგარიშის თანახმად, გარდაცვლილი პაციენტების 50.2%-ს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება. მათ შორის 57%-ს ჰქონდა კარდიოვასკულარული დაავადებები და ჰიპერტენზია, დიაბეტი - 25.9%-ს, ხოლო ონკოლოგიური დაავადება - 5.6%-ს.

„ყველა ლეტალურ შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული. შემთხვევათა 81.1%-ში დაავადება გართულებული იყო პნევმონიით. გარდაცვლილთა 79.7%-ს სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა, რესპირატორული დისტრეს სინდრომი აღენიშნა გარდაცვლილ პაციენტთა 29.1%-ს, ხოლო 20.7%-ში განვითარდა გულის უკმარისობა“, - აღნიშნულია ncdc-ის ანგარიშში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები