ქართველების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული გამოცემა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებულ „გორბის“ კვლევაზე დაყრდნობით.
„გამოკითხულთა უმრავლესობამ სწორი გადაწყვეტილება უწოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეერთებასა და მოხალისეების უკრაინაში გაგზავნაზე უარს. გამოკითხულთა 30%-ზე მეტმა მას მხარი არ დაუჭირა“, - ნათქვამია რუსულ სტატიაში
„იმედის“ დაკვეთით სატელეფონო გამოკითხვა 10-დან 16 მარტამდე პერიოდში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1 008-მა ადამიანმა მიიღო.
ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გამოკითხულთა 64,5%-მა დაუჭირა მხარი, 30,4%-მა კი ამ ნაბიჯს არასწორი უწოდა. 5,2%-ს გაუჭირდა, ან უარი თქვა პასუხის გაცემაზე.