დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, პანდემიის დაწყებიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე საქართველოში კორონავირუსით 0-18 წლის ასაკობრივ კატეგორიაში 159 977 ბავშვი და მოზარდი დაინფიცირდა.
მათივე ცნობით, ამ შემთხვევებიდან 2020 წელს 23 554, ხოლო 2021 წელს 136 426 გამოვლინდა.
„საქართველოში covid-19-ის პირველი შემთხვევა 0-18 წლის ასაკობრივ კატეგორიაში დადასტურდა 2020 წლის 10 მარტს. 2022 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, 159 977 ბავშვი და მოზარდი დაინფიცირდა, რაც დადასტურებული შემთხვევების 17.1%-ს შეადგენს. ბავშვებსა და მოზარდებში ტესტირებით დადასტურებულია covid-19-ის შემთხვევების 49% დაფიქსირდა გოგონებში, ხოლო 51% - ბიჭებში”, - ნათქვამია ncdc-ის ანგარიშში.