ბრიტანული მედიის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს უკრაინაში, კიევში ჩასვლა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა სურს.
როგორც Daily Mail-ი წერს, ჯონსონმა ოფიციალურ პირებს დაავალა შეაფასონ თუ რამდენად პრაქტიკული იქნება უკრაინაში ვიზიტი.
ამავე გამოცემის ცნობით, პრემიერის კიევში გამგზავრების საკითხი აღელვებთ უსაფრთხოების უწყების წარმომადგენლებს.