დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, პანდემიის დაწყებიდან 2022 წლის 1-ელი იანვრამდე საქართველოში კორონავირუსი 10 687 ორსულს დაუდასტურდა.
მათივე ცნობით, მათგან 2020 წელს ვირუსი დაუდასტურდა 3 362, ხოლო 2021 წელს 7 326 ორსულს.
„კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საქართველოში ანტენატალურ მეთვალყურეობაზე რეგისტრირებულია 129 341 ორსული. 2022 წელს 66 359, 2021 წელს 62 982. ორსულებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა შეადგენს 10 687 მათ შორის 2020 წელს 3 362, 2021 წელს 7 326“, - აღნიშნულია ncdc-ის ანგარიშში.