„თუ „ლუგარის“ ტერიტორიაზე რუს ინსპექტორებს არ შეუშვებენ, რუსეთს აქვს უფლება, მათზე სარაკეტო შეტევა განახორციელოს“ - მუქარა რუსეთიდან საქართველოს

„თუ „ლუგარის“ ტერიტორიაზე რუს ინსპექტორებს არ შეუშვებენ, რუსეთს აქვს უფლება, მათზე სარაკეტო შეტევა განახორციელოს“ - მუქარა რუსეთიდან საქართველოს

16-03-2022, 14:59 - 2022
2 429
       

„თუ საქართველო უარს იტყვის რუსი ინსპექტორების მის ტერიტორიაზე მდებარე ამერიკულ ბიოლოგიურ ლაბორატორიებში შეშვებაზე, მაშინ რუსეთს აქვს სრული უფლება მათზე სარაკეტო შეტევა განახორციელოს“, - ამის შესახებ 14 მარტს REGNUM-ის კორესპონდენტს MGIMO-ის სამხედრო-პოლიტიკური კვლევების ცენტრის წამყვანმა ექსპერტმა მიხეილ ალექსანდროვმა განუცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ ორიოდე საკრუიზო რაკეტა საქართველო წინააღმდეგ - ისეთი წვრილმანი იქნება, რომ მსოფლიოში, ფაქტობრივად, ვერავინ შეამჩნევს.
 
პირდაპირი გაფრთხილება საქართველოს: ჩვენ ვითხოვთ ჩვენი ინსპექტორების ამ ობიექტებში შეყვანას და თუ უარს იტყვიან, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ უბრალოდ გავანადგურებთ ამ ლაბორატორიებს, დავარტყამთ მათ. 
 
იმ პირობებში, როცა უკრაინაში ოპერაციას ვატარებთ. ორიოდე საკრუიზო რაკეტა საქართველო წინააღმდეგ - ისეთი წვრილმანი იქნება, რომ მსოფლიოში, ფაქტობრივად, ვერავინ შეამჩნია. 
 
დასავლეთი, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის იყვირებს, აბა, და რატომ იყვირებს? რატომ შექმნა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ბიოლაბორატორიები? არ არის საჭირო მათი შექმნა!
“, - აცხადებს ექსპერტი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები