დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი შტამი - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას აკეთებს

დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი შტამი - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას აკეთებს
14-03-2022, 22:26 - 2022
1 178

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ მეცნიერებმა, სავარაუდოდ, აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი. 
 
მისი თქმით, მარსელის ინსტიტუტის პროფესორთა ჯგუფმა გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, რომ ახალი ვარიანტი, სულ მცირე, 17 პაციენტში დააფიქსირეს - აშშ-სა და ევროპაში. აქედან 3 შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში.
 
რამდენადაც ჯერ შემთხვევების რაოდენობა მცირეა, ვერ საუბრობენ, რამდენად გადამდები იქნება ეს შტამი და რამდენად სწრაფად შეიძლება გავრცელდეს, ან რამდენად მძიმე მიმდინარეობის იქნება.
 
ეს შტამი უკვე გაშიფრულია - ეს არის ჰიბრიდი დელტასი და ომიკრონის, მას აქვს ომიკრონის სპაიკ ცილა, ანუ ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმში შეჭრაზე, შესაბამისად, გავრცელების სისწრაფეზე. ძირითადი ცილები კი აქვს დელტასგან. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ამ შტამს ჰქონდეს ომიკრონის გავრცელების უნარი და დელტას მიმდინარეობის სიმძიმე
“, - განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა