ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითავშვილი პროდუქტების დეფიციტის შესახებ განცხადებას აკეთებს.
ამის შესახებ განცხადება მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„დღესაც არსებობს გარკვეული მარაგები. საქართველოში ეს მარაგები თითქმის ყველა სასურსათო პროდუქტის არსებობს თვის და უფრო მეტიც.
შესაბამისად, ვერ იქნებოდა დეფიციტი, მათ შორის, შაქრის. რეალურად, როდესაც შაქრის და სხვა პირველადი სამომხმარებლო პროდუქტის პანიკური შეძენის პროცესი დაიწყო, ფიზიკურად ამ კომპლექსურმა მიწოდების ჯაჭვმა ვერ მოახერხა დახლების შევსება და პანიკა ყოველთვის ასეთ ზემოქმედებას ახდენს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითავშვილმა.