რიკოთზე მომხდარი ავარიის ახალი დეტალები, სადაც სამი პოლიციელი გარდაიცვალა - პროკურატურა განცხადებას აკეთებს

რიკოთზე მომხდარი ავარიის ახალი დეტალები, სადაც სამი პოლიციელი გარდაიცვალა - პროკურატურა განცხადებას აკეთებს

12-03-2022, 16:48 - 2022
26 831
       

საქართველოს პროკურატურამ რიკოთის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რასაც 3 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოძიება დაიწყო. 
 
უწყების იცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებულია 1 პატრულ-ინსპექტორი და ევაკუატორის მძღოლი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
 
12 მარტს, დაახლოებით 10:45 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 153-ე კილომეტრზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომანქანის და „FORD TRANSIT“-ის მარკის ევაკუატორის შეჯახების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამი პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა, ხოლო ერთი პატრულ-ინსპექტორი და ევაკუატორის მძღოლი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
 
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები