საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 543 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 3 198 პაციენტი.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 1 633 443 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 505 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 1 581 376 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის, 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის, 11 მარტს გამოაცხადა.