თორნიკე რიჟვაძე „ოკუპანტების თანამზრახველთა“ სიაში მოხვდა - Myrotvorets

თორნიკე რიჟვაძე „ოკუპანტების თანამზრახველთა“ სიაში მოხვდა - Myrotvorets

8-03-2022, 15:17 - 2022
1 486
       

„ოკუპანტების თანამზრახველი“ - უკრაინულმა საიტმა myrotvorets აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამ სექციაში შეიყვანა. 
 
არსებული ინფორმაციით, მიზეზი მისი მხრიდან გაკეთებული განცხადება გახდა, როდესაც მან  დასმულ კითხვაზე - „ვინ დაიწყო ომი უკრაინაში“ - ჟურნალისტები „დარგის ექსპერტებთან“ გადაამისამართა.
 
myrotvorets [მშვიდობისმყოფელი] - უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, მშვიდობის, ჰუმანურობისა და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ დანაშაულის ნიშნების კვლევის ცენტრია
 
საიტი უკრაინაში 2014 წლიდან მუშაობს და აღრიცხავს იმ მოხალისეებს, დაქირავებულ მკვლელებს, სამხედროებსა, თუ ომის დამნაშავეებს ვინც ოკუპანტების მხარეს იბრძვის.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები