КГБ-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, ამჟამად კი ამერიკის მოქალაქეისა და ჟურნალისტის იური შვეცის ბრალდებით, რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა, კრემლთან აწარმოეს საიდუმლო მოლაპარაკებები, რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის მოსკოვის მიერ გვერდის ავლასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ იური შვეცმა საკუთარ YouTube-ის არხზე ისაუბრა.
„რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის, ასე ვთქვათ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მყოფმა ახალმა დამოუკიდებელმა ქვეყნებმა, საიდუმლოდ აწარმოეს მოლაპარაკებები კრემლთან, მოსკოვთან და შეთანხმდნენ დახმარებოდნენ მოსკოვს ბოლო კვირაში დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში. ამ ქვეყნებს შორის არის საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. ამ ქვეყნებთან ერთად არიან თურქეთი და ირანიც”, - აცხადებს შვეცი.