გომელაურმა დაადასტურა, რომ ქიმიური ნივთიერება შსს-ს ჰქონდა

გომელაურმა დაადასტურა, რომ ქიმიური ნივთიერება შსს-ს ჰქონდა

გუშინ, 14:33 - 2025
183
       

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ BBC-ის ფილმში ნახსენებ ნივთიერება წინა მთავრობის დროს, 2009-2010 წლებში შეიძინეს.


იგი ამტკიცებს, რომ აღნიშნულ ნივთიერებას შსს 2012 წლამდე იყენებდა.

„ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია.
მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ „ნაცებმა“ კატა გამოთხარეს!“, - აცხადებს გომელაური.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები