შს მინისტრი: შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ შსს-ს ე.წ. კამიტი არასდროს შეუსყიდია

შს მინისტრი: შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ შსს-ს ე.წ. კამიტი არასდროს შეუსყიდია

გუშინ, 14:47 - 2025
167
       

„ვახტანგ გომელაური გულისხმობდა, რომ 2009 წელს არის სხვადასხვა ნივთიერებები შესყიდული, უბრალოდ, გაგიცრუვდათ იმედები და ეს არ არის „კამიტი“ - გავეცანი ყველა დოკუმენტაციას და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ შსს-ს ე.წ. კამიტი არასდროს შეუსყიდია“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.


მისივე თქმით, BBC-ის ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს, აქციების ჩასახშობად „კამიტი“ გამოიყენა, სიცრუეა.

„გავრცელებული ბრალდება, რომელიც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერების, ე.წ. კამიტის გამოყენებას, არის სრული აბსურდი, სიცრუე, სიმართლეს არ შეესაბამება. მე პირადად გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას, რომელიც კი განხორციელებულა ამ მიმართულებით და სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუსყიდია ე.წ. კამიტი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება. რა თქმა უნდა, დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა, გამოიკითხება ყველა ადამიანი და გაეცემა კითხვებს პასუხი. ბატონი ვახტანგი გულისხმობდა, რომ 2009 წელს არის სხვადასხვა ნივთიერებები შესყიდული, უბრალოდ გაგიცრუვდათ იმედები და ეს არ არის „კამიტი“, - განაცხადა გელაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები