„ოცნების“ დეპუტატი BBC-ის გამოძიებაზე: ნივთიერება ვინც გაურია, ამტკიცებს, რომ კანონიერად მოხდა ყველაფერი

„ოცნების“ დეპუტატი BBC-ის გამოძიებაზე: ნივთიერება ვინც გაურია, ამტკიცებს, რომ კანონიერად მოხდა ყველაფერი

დღეს, 13:57 - 2025
118
       

„არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოყენებულა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან BBC-ის მიერ გამოქვეყნებული მასალაზე დაწყებულ გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, გამოძიება ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს.

„მე არაფერი გამირევია, მაგრამ ვინც გაურია, ის ამტკიცებს, რომ კანონის სრული დაცვით გააკეთა ეს. ახლა გამოძიება მიმდინარეობს, ეს გითხრათ პრემიერმაც. რატომ გაურიეს და ეს გარევა იყო თუ არა კანონიერი, ამას გამოძიება დაადგენს. არცერთი ნივთიერება, რომელიც გაურიეს, არცერთი საკითხი გამოძიების მიღმა არ დარჩება. რაც მთავარია, ასეთი დარწმუნებული რომ არ ვიყოთ, საერთაშორისო სასამართლოში კი არ წავიდოდით. ჯერ BBC-თან გავარკვევთ იმ საკითხს, რაც ბრიტანეთის კანონმდებლობით არის მიღებული და რომელსაც პირველი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი ამის გასაკეთებლად. თუ ისინი სამართლიანად არ მოიქცევიან, რა თქმა უნდა, სასამართლოსაც მივმართავთ“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები