2026 წლიდან სტუდენტებისთვის საგრანტო დაფინანსება უქმდება

2026 წლიდან სტუდენტებისთვის საგრანტო დაფინანსება უქმდება

დღეს, 17:57 - 2025
78
       

განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, 2026 წლიდან უნივერსიტეტებში ვაუჩერული და საგრანტო დაფინანსება უქმდება.


მისი თქმით, უკვე ჩარიცხულ სტუდენტებს ცვლილება არ შეეხხებათ, თუმცა პირველკურსელებისთვის ახალი მოდელი ამოქმედდება.

„მეორე კურსიდან და მიმდინარე რაც არის, ჩვეულებრივად დარჩება იმ საგრანტო დაფინანსებაზე, ოღონდ მილევად რეჟიმში. რაც შეეხება ახლად მიღებულ სტუდენტებს - ამ მოცემულებაში, უკვე რაიმე ვაუჩერული და საგრანტო დაფინანსება აღარ იქნება, როგორც საჯარო, ასევე კერძოებისთვისაც, სადაც ამ გრანტს რომ მოიპოვებდნენ, მოხდებოდა ჩარიცხვა. ამიტომ, ამ შემთხვაში, კონკურენციაც, რა თქმა უნდა, მატულობს მოცემულობა არის ის რომ, სახელმწიფო უნივერსიტეტები წარადგენენ თავის საჭიროებებს და ამ საჭიროებების მიხედვით ჩვენ გამოვყოფთ ფინანსურ ასიგნებებს, რაც დაკავშირებული იქნება როგორც ხელფასების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან და ა.შ. ახლა ჩვენ გვაქვს შემდეგი 3-4 წელიწადი გარდამავალი. საგრანტო დაფინანსებას რაც ეხება, ეს უკვე შემდეგი წლიდანვე ამოქმედდება. ამიტომ, საგრანტო კომპონენტი პირველკურსელებთან მიმართებაში შემდეგი წლიდან აღარ იმოქმედებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაკვეთა, ეს იქნება პირველ რიგში სახელმწიფო უნივერსიტეტებზე და მათთან მიმართებაში იქნება შესაბამისი თანხები უნივერსიტეტებზე გადახდილი და თუ კი დამატებითი საჭიროება წარმოიშობა, რაღაც კონკრეტულ მიმართულებებზე კერძოებთან მიმართებაში, რა თქმა უნდ, ამ შემთხვევაში კერძოებთან მიმართებაშიც. თუმცა, ამ მოცემულობასთან დაკავშირებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება გამართული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პირველ რიგში სახელმწიფო უნივერსიტეტებზე ორიენტირს, იმიტომ რომ ამ რეფორმის კონცეფცია პირველ რიგში სახელმწიფო უნივერსიტეტებს ეხება“, - თქვა მიქანაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები