სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0.4% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8%.
საქსტატის ცნობითვე, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, წინა წელთან შედარებით, ფასები 10.3%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.48%-ით აისახა, მათ შორის ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებზე:
• ხილი და ყურძენი - 16.9%;
• თევზეული - 15.5%;
• ზეთი და ცხიმი - 14.9%;
• პური და პურპროდუქტები - 13.6%;
• ყავა, ჩაი და კაკაო - 12%;
• შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 11.6%;
• მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 8.6%;
• რძე, ყველი და კვერცხი - 8.5%;
• ხორცი და ხორცის პროდუქტები - 6.5%;
• ბოსტნეული და ბაღჩეული - 5.1%
ჯანმრთელობის დაცვა 8%-ით გაძვირდა, ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების - 9%, საავადმყოფოების მომსახურების - 9% და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის - 6.6% ქვეჯგუფებზე.

ბოლო ერთ წელიწადში გაძვირდა:
• სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 10.3%;
• ჯანმრთელობის დაცვა - 8%;
• სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 7.2%; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 5.3%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 4.4%;
• განათლება - 2.3%;
• საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 0.3%;
• ტრანსპორტი - 0.3%;
ბოლო ერთ წელიწადში გაიაფდა:
• კავშირგაბმულობა - 4.0%;
• დასვენება, გართობა და კულტურა - 1.5%;
• ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - 1.3%:
ტანსაცმლისა და ფეხსაცმელის ფასები უცვლელი დარჩა.
ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე აღნიშნულია ინფლაციის მაჩვენებელი 2025 წლის ოქტომბერთან შედარებით:
















