„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ BBC-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია ხელისუფლების წინააღმდეგ „ცრუ ბრალდებებს“ შეიცავს.
პარტიის თქმით, BBC უსაფუძვლოდ ამტკიცებს, რომ პოლიციამ აქციების დროს „ქიმიური ნივთიერება“ გამოიყენა, ხოლო სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია „დაინტერესებული და კრიმინალი პირების ნაამბობს“ ეყრდნობა.
პარტიის განცხადებით, BBC-მ მათ სრულ პასუხებს სტატიაში ადგილი არ დაუთმო და „დიფ სტეიტის პროპაგანდის“ გავრცელებაში მონაწილეობს.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ BBC-ის მიერ გავრცელებული „მძიმე და დაუდასტურებელი ბრალდებების“ გამო საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.
















