აშშ 19 ქვეყნის მოქალაქეებს მწვანე ბარათის, მოქალაქეობისა და ბინადრობის მიღების უფლებას უჩერებს

აშშ 19 ქვეყნის მოქალაქეებს მწვანე ბარათის, მოქალაქეობისა და ბინადრობის მიღების უფლებას უჩერებს

დღეს, 14:25 - 2025
139
       

აშშ-ს მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურმა განაცხადა, რომ 19 ქვეყნიდან ჩამოსული მიგრანტებისთვის მწვანე ბარათის, მოქალაქეობისა და თავშესაფრის ყველა მიმდინარე განაცხადის განხილვას შეაჩერებს. 


აშშ-მ იმიგრაციის კონტროლი მას შემდეგ გაამკაცრა, რაც ავღანეთის მოქალაქემ ვაშინგტონში ორი ეროვნული გვარდიის წევრი დაჭრა.

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის სიახლოვეს მომხდარი სროლის შემდეგ განაცხადა, რომ მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან მიგრაციას სამუდამოდ შეაჩერებს. თავდასხმის შემდეგ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-დან გააძევებს ყველა იმ უცხოელს, ვისაც აქ ყოფნა არ ეკუთვნის.

მოცემულ 19 ქვეყანას შორის არიან: ავღანეთი, მიანმარი, ჩადი, კონგოს რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეა, ერიტრეა, ჰაიტი, ირანი, ლიბია, სომალი, სუდანი, იემენი, ბურუნდი, კუბა, ლაოსი, სიერა ლეონე, ტოგო, თურქმენეთი და ვენესუელა. სააგენტო ამ ქვეყნებიდან შემოსული ძველი საქმეების ხელახლა გადამოწმებასაც გეგმავს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები