კიევის რეგიონში რუსი სამხედროები მშვიდობიან მოსახლეობას ესვრიან და ევაკუაციას ხელს უშლის

კიევის რეგიონში რუსი სამხედროები მშვიდობიან მოსახლეობას ესვრიან და ევაკუაციას ხელს უშლის

6-03-2022, 14:28 - 2022
580
       

კიევის რეგიონული ადმინისტრაციის უფროსი, ოლექსი კულება აცხადებს, რომ მტერი აგრძელებს სროლას საცხოვრებელ კორპუსებზე და ხელს უშლის მოსახლეობის ევაკუაციას.

„ბუჩას ოლქი - ღამით მაკარივის, ირპინის, გოსტომელის ბრძოლები მიმდინარეობდა. მტერმა ტექნიკა განალაგა ნემიშაევის თემის გასწვრივ, მიხაილივკა-რუბეჟივკასთან.

დარტყმების შედეგად საცხოვრებელ კორპუსებს ხანძარი უჩნდება. დამპყრობელი ხელს უშლის ევაკუაციას. რაიონი ამჟამად ხალხის ევაკუაციისთვის და ჰუმანიტარული დახმარებისთვის ემზადება. ჩვენ გვჭირდება დუმილის რეჟიმი“, - განაცხადა ოლექსი კულებამ.

დილის მდგომარეობით, ბორისპილის რაიონში კომუნალური და ინფრასტრუქტურული ობიექტები ნორმალურად მუშაობს. რაიონის საზღვრები გამაგრებულია.

ფასტივის რაიონში ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი ნორმალურად მუშაობს, სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.

სააფთიაქო მაღაზიები ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, კომენდანტის საათის შეზღუდვაა, არის პროდუქციის არასაკმარისი რაოდენობის პრობლემა.

ბენზინგასამართ სადგურზე საწვავი არ არის. დაცულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. ღამის განმავლობაში სროლები არ ყოფილა.

ბილა წერკვას რაიონში განგაში თითქმის მთელი ღამე ისმოდა და იყო დივერსანტებთან დაპირისპირება. ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის მიწოდებაში შეფერხებები არ დაფიქსირებულა, ხოლო კომუნალური მომსახურება გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს.
ამჟამად გააქტიურებულია მოხალისეთა მოძრაობა სამხედროებისა და მოსახლეობის დასახმარებლად.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები