კორონავირუსის სტატისტიკა ბოლო 24 საათში

კორონავირუსის სტატისტიკა ბოლო 24 საათში
5-03-2022, 10:51 - 2022
546

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 680 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 416 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 264 PCR ტესტით.
 
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 033 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 623 672-ს.
 
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 21.6% ხოლო 7 დღის მანძილზე - 17.64%.
 
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 118 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 547 531-მდე.
 
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 338 პირი ემსხვერპლა.
 
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 033 ახალი შემთხვევიდან:
 
თბილისში გამოვლენილია 1 294 შემთხვევა, აჭარა - 72, იმერეთი - 451, ქვემო ქართლი - 117, შიდა ქართლი - 238, გურია - 123, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 260, კახეთი - 275, მცხეთა-მთიანეთი - 83, სამცხე-ჯავახეთი - 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 65.
 
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 59 777 საიდანაც, 2 600 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 982, აჭარაში - 244, იმერეთში - 561.
 
ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 656 პირი, მათ შორის, თბილისში - 287, აჭარაში - 83, იმერეთში - 123. 57 177 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა