რუს კუპანტებს უკრაინაში საომარი მოქმედებებისთვის საჭირო რესურსი თითქმის ამოეწურათ - Bellingcat

რუს კუპანტებს უკრაინაში საომარი მოქმედებებისთვის საჭირო რესურსი თითქმის ამოეწურათ - Bellingcat

5-03-2022, 10:38 - 2022
1 754
       

Bellingcat-ის გამომძიებელი ჟურნალისტის, ჰრისტო გროზევის განცხადებით, რუს ოკუპანტებს უკრაინაში საომარი მოქმედებებისთვის საჭირო რესურსი თითქმის ამოეწურათ.

როგორც მედია იუწყება, რუსეთის ჯარი გასაძლიერებლად ახალ რესურსს გამოიძახებს, თუმცა მისი ადგილზე მიწოდება რთული იქნება.

გარდა ამისა, ჰრისტო გროზევი მიიჩნევს, რომ არსებული შეიარაღებითა და ცოცხალი ძალით რუსეთის ჯარი მხოლოდ 6 მარტამდე გაძლებს, რის შემდეგაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უკრაინაში მარცხი ელოდება.

Bellingcat-ის გამომძიებელმა ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ 6 მარტი ომის დასრულების თარიღი არ იქნება, რადგან რუსეთის ჯარს რესურსის შევსების საშუალება კვლავ გააჩნია.

„მსურს დავაზუსტო, რომ 6 მარტს ომი არ დასრულდება. მე ვგულისხმობ იმ სამხედრო რესურსს, რომელიც რუსეთის ჯარს უკრაინის ტერიტორიაზე აქვს. მათ კვლავ შეუძლიათ მეტი რესურსის მობილიზება, თუმცა ეს ლოჯისტიკური კოშმარი იქნება“, - ამბობს გროზევი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები