რუსეთი მოთხოვნებს ამცირებს - მოლაპარაკების დეტალები

რუსეთი მოთხოვნებს ამცირებს - მოლაპარაკების დეტალები

4-03-2022, 13:07 - 2022
3 203
       

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

არესტოვიჩის თქმით, რუსეთის წარმომადგენლები მოთხოვნებს ეტაპობრივად ამცირებენ.

„მათ შეწყვიტეს საუბარი დენაციფიკაციაზე და დაიწყეს საუბარი არაბლოკურ სტატუსზე, ამ თემაზე დიდად არც კი დატრიალდნენ. ეს ეხებოდა უკრაინაში გარკვეული ტიპის შეტევითი იარაღის განლაგების აკრძალვას“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ოკუპანტის მიერ მოთხოვნების შემცირება მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთს ესმის, რომ მათი პოლიტიკური მიზნების სამხედრო გზით მიღწევა შეუძლებელია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები