The Times - ერთი კვირის განმავლობაში ზელენსკი მკვლელობის მცდელობის სულ მცირე სამ შემთხვევას გადაურჩა

The Times - ერთი კვირის განმავლობაში ზელენსკი მკვლელობის მცდელობის სულ მცირე სამ შემთხვევას გადაურჩა

4-03-2022, 11:21 - 2022
1 151
       

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მკვლელობის მცდელობის სულ მცირე სამ შემთხვევას გადაურჩა, - ამის შესახებ The Times წერს.

გამოცემის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის მოსაკლავად გაგზავნეს ორი განსხვავებული ჯგუფი - პროკრემლისტური დაქირავებული დაჯგუფება „ვაგნერი“ და ჩეჩნეთის სპეცრაზმი. „თაიმსი“ იუწყება, რომ ყოველ ჯერზე მკვლელობის მცდელობები აღკვეთილი იყო რუსეთის FSB-ს იმ თანამშრომლების მიერ, რომლებიც უკრაინასთან ომს ეწინააღმდეგებიან.

The Times-ის ცნობით, შაბათს კიევის მისადგომებთან მოხდა ჩეჩნური სპერაზმის ოპერაციის ჩაშლა. უკრაინელებმა მათი ლიკვიდაცია განახორციელეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები