ჰააგის სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ჰააგის სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

3-03-2022, 12:16 - 2022
584
       

ჰააგის სასამართლომ (ICC) უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ჩადენილი ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებაშია ნათქვამი.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს მტკიცებულებების შეგროვება სავარაუდო ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების და გენოციდის შესახებ.

„მე ვაცნობე ICC-ის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს სიტუაციის აქტიური გამოძიება. მუშაობა მტკიცებულებების შესაგროვებლად დაიწყო“, - თქვა ხანმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები