უკრაინა ერთ კვირაში 1 მილიონმა ლტოლვილმა დატოვა

უკრაინა ერთ კვირაში 1 მილიონმა ლტოლვილმა დატოვა

3-03-2022, 11:07 - 2022
542
       

უკრაინა ერთ კვირაში 1 მილიონმა ლტოლვილმა დატოვა, - ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა, ფილიპო გრანდიმ განაცხადა.

„სულ რაღაც შვიდ დღეში ჩვენ შევესწარით უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში ერთი მილიონი ლტოლვილის გადასახლებას“, - თქვა ფილიპო გრანდიმ.

მანვე აღნიშნა, რომ უკრიანაზე შეტევები უნდა შეჩერდეს. გაეროს ცნობით, უკრაინაში მილიონობით ადამიანია, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარება სჭირდებათ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები