საქართველოს მთავრობა მოსახლეობის მოთხოვნას დააკმაყოფილებს - ირაკლი კობახიძე განცხადებას აკეთებს

საქართველოს მთავრობა მოსახლეობის მოთხოვნას დააკმაყოფილებს - ირაკლი კობახიძე განცხადებას აკეთებს

2-03-2022, 20:42 - 2022
6 160
       

„ქართული ოცნები“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს დაჩქარებული წესით ამზადებს.

როგორც მან განაცხადა, განაცხადი 3 მარტს ევროკავშირის სტრუქტურებს გადაეგზავნება.
 
საერთო პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებთან და პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების საფუძველზე, „ქართულ ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდა მიიღო პოლიტიკურ გადაწყვეტილება, განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მისაღებად დაუყოვნებლივ წარედგინოს. საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უკვე დაჩქარებული წესით ამზადებს განაცხადს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს ხვალ ოფიციალურად წარედგინებათ“, - განაცხადა კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები