უნდა გადადგეს თუ არა ღარიბაშვილი? - კალაძის განცხადება

უნდა გადადგეს თუ არა ღარიბაშვილი? - კალაძის განცხადება

2-03-2022, 13:56 - 2022
3 204
       

თბილისის მერს, კახა კალაძეს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, უნდა გადადგეს თუ არა პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და „არის თუ არა მისი განცხადებები მოღალატეობრივი“.

კალაძემ დასულ შეკითხვას პირდაპირ არ უპასუხა. მან მხოლოდ ის თქვა, რომ ღარიბაშვილს წარმატებებს უსურვებს.

„ირაკლი ღარიბაშვილს მინდა წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანები ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვენ მას შემდეგ, რაც მან უკრაინის სპეციალურ რეისს, რომელსაც საქართველოდან უკრაინაში მოხალისეები უნდა გადაეყვანა, დაფრენის ნებართვა არ მისცა. ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში თავის ელჩი, კონსულტაციებისთვის გამოიძახა. როგორც მან აღნიშნა, კონსულტაციების საკითხი ზემოაღნიშნულის გარდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე ამორალური პოზიციაც იქნება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები