ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) უკრაინელ სტუდენტებს სწავლის გადასახადისგან ათავისუფლებს.
როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობენ ან წარმატებით ჩაირიცხებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სრულად დაუფინანსდებათ 2022-2023 აკადემიური წლის სწავლის გადასახადი.
მათივე ცნობით, მიმდინარე სასწავლო წელს, KIU სტუდენტებს შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე მიიღებს: კომპიუტერული მეცნიერება, მენეჯმენტი და მათემატიკა.
უნივერსიტეტში ჩარიცხვასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია: https://www.kiu.edu.ge/eng/admission
ინფორმაცია პროგრამებთან დაკავშირებით: https://www.kiu.edu.ge/eng/programs
კითხვების შემთხვევაში, შესაძლებელია დაკავშირება უნივერსიტეტის ელფოსტაზე: international@kiu.edu.ge ან info@kiu.edu.ge