გაერო - უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სულ მცირე 64 სამოქალაქო პირი დაიღუპა

გაერო - უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სულ მცირე 64 სამოქალაქო პირი დაიღუპა
27-02-2022, 16:09 - 2022
810

გაერო-ს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სულ მცირე 64 სამოქალაქო პირი დაიღუპა. 

გაეროს ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ინტენსიურ შეტევებს ახორციელებენ უკრაინის ძირითად ქალაქებზე, მათ შორის კიევზე, ხარკოვზე, ხერსონსა და ოდესაზე.

მათივე განცხადებით, 26 თებერვლის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაღუპულია სულ მცირე 64 სამოქალაქო პირი და დაჭრილია სულ მცირე 176.

გაერო-ს ანგარიშის თანახმად, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი მომდევნო დღეებში შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს.

გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ომის გამო, საკუთარი სახლების დატოვება 160 000-ზე მეტ ადამიანს მოუხდა, ხოლო ქვეყანა 116 000-ზე მეტმა პირმა დატოვა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა