აშშ-ის მთავრობამ გამოაცხადა მზადყოფნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, კიევიდან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ევაკუაცია მოახდინოს.
უკრაინული მედიის ცნობით, თეთრი სახლის შეთავაზება, სავარაუდოდ, მომდინარეობს იქიდან, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ზელენსკის დაკავება ან მისი მკვლელობა თავიდან აეცილებინათ.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქის დატოვებაზე უარი თქვა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მტერმა ის დაასახელა ნომერ პირველ, ხოლო მისი ოჯახი ნომერ მეორე სამიზნედ.
25 თებერვალს უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა ვიდეომიმართა გაავრცელა, სადაც აცხადებდა, რომ ის კვლავ კიევში იმყოფებოდა.